თავი 1. ASP.NET-ის ცნება და გამოყენების არეალი
1.3. Visual Studio 2008-ის გაშვება
- მიეცით ბრძანება Start/Programs/Microsoft Visual Studio 2008/ Microsoft Visual Studio 2008. გამოვა ფანჯარა;
- ფანჯარაში მიეცით ბრძანება File/New Web Site. გამოვა ფანჯარა Web-საითების შაბლონების ჩამონათვალით /სურ.1.3/.
სურ. 1.3. Web-საითების შაბლონების ჩამონათვალი
- პერსონალურ Web-საითის შესაქმნელად მონიშნეთ იარლიყი Personal Web Site Starter kit. გამოვა Web-საითის პირველი გვერდის ნიმუში, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირველი გვერდის შესაქმნელად. ამავე ფანჯარაში, ველში Language მიეთითება დაპროგრამების ენა. მაგ., Visual Basis და საითის სახელი.
- Empty Web-ის მონიშვნით შეიქმნება საითის სახელი და იგი ჩარჩოთი მოთავსდება ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში.
- ASP.NET Web Site მონიშვნის შემთხვევაში გამოვა გვერდი წინასწარ დაპროექტებული ფორმით და საითის კონფიგურაციისთვის საჭირო ფაილით. ჩვენ ვქმნით ამ ტიპის Web-საითს.